|
2015-04-30 12:50:17, 1106 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ავღანეთში მყოფ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ტელეხიდით ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მიმართეს და წარმატებები უსურვეს. მათ ქაბულში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობას, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და მაზარ-ე-შარიფში „მარმალის“ ბაზაზე დისლოცირებულ 31-ე ბატალიონის ასეულს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ვიდეოჩართვით საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე სამხედროებს, ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის პირადი შემადგენლობის სახელით, საქართველოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემაც მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)