21:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 17:21:47, 2090 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის კვირეული მარნეულში ღვინის ფესტივალით გაიხსნა

ქართული ღვინის კვირეული დღეს ქალაქ მარნეულის ცენტრში “ქართული ღვინის ფესტივალით“ გაიხსნა.
მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა. 
სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული  სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა ფესტივალის მონაწილეებს.
„სწორედ აქ, ამ მიწაზეა აღმოჩენილი ის უძველესი ექსპონატები, რომლებმაც მოგვცა ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთების საშუალება. სწორედ ეს ექსპონატებია წარმოდგენილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გამოფენაზე „საქართველო - ღვინის აკვანი“, რაც გვაძლევს სიამაყის საფუძვლზე. ჩვენ აუცულებლად უნდა გავაგრძელოთ და ტრადიციად დავამკვიდროთ ამ დღესასწაულის აღნიშვნა მარნეულში“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
ფესტივალი მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა  ქვევრს თავი მოხადეს და  მასში მოთავსებული ღვინო დააგემოვნეს, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების  გამოფენა- გაყიდვა.
ღვინის კვირეულის ფარგლებში, 1 ოქტომბერს თბილისის #1 ღვინის ქარხანაში, გაიმართება ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“, 7-8 ოქტომბერს თბილისობის ფარგლებში, რიყის პარკში „შემოდგომის ნობათის“ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია.
 7 ოქტომბერს ქალაქ თელავში, ღვინის ფესტივალი „თელავინო“ აღინიშნება, ხოლო 8 ოქტომბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება გაიმართება.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics