|
2017-09-29 16:21:25, 2133 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: სკოლაში მშობლებისგან თუ სხვა ხალხისგან რაიმე თანხის მოთხოვნა, აბსოლუტურად მიუღებელია
„სამწუხაროდ, ცალკეული შემთხვევები არის და თითოეული ასეთი შემთხვევა იქნება გამოკვლეული. აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც კონკრეტული პედაგოგების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის“, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლებში სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებისთვის თანხის აგროვების საკითხს. მინისტრის თქმით, დღეს სკოლას ყველანაირი საშუალება აქვს, ყველაფერი შეიძინოს და გააკეთოს, რაც საგანმანათლებლო პროცესს სჭირდება. „სამწუხაროდ, ჩვენ წლის განმავლობაში შემოგვდის ასობით სიგნალი სხვადასხვა სახის კანონდარღვევაზე. ფულის აგროვებით დავიწყებ, რადგან ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქართულ საგანმანათლებლო სიტემაში აბსოლუტურად დავფარეთ მთელი საჭიროება სკოლების. დღეს სკოლას აქვს საშუალება ყველაფერი შეიძინოს და გააკეთოს რაც სჭირდება საგანმანათლებლო პროცესს. ამიტომ ეს გადმონაშთი, მშობლებისგან თუ სხვა ხალხისგან რაიმე თანხის მოთხოვნა, აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას მინდა მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა არანაირი თანხის აგროვებაში“, - აღნიშნა ჯეჯელავამ. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეების ჩართულობას, მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევებზე რეაგირება მკაცრი იქნება. „ამ წლების განმავლობაში სკოლის დეპოლიტიზაციას და შესაბამისად, ნებისმიერი ცალკეული პედაგოგის ან სკოლის ადმინისტრაციის რაიმე სახის აქტივობა მიმართული ბავშვის ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესში, მიუღებელია. აქაც მკაცრი იქნება ჩვენი რეაგირება. ყველა ასეთ შემთხვევას ბოლომდე მივყვებით“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)