13:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 13:04:30, 2440 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში „მონა ლიზას შიშველი ესკიზი“ აღმოაჩინეს

საფრანგეთში სავარაუდოდ, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ ესკიზი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია ნახშირით შესრულებულ შიშველი ქალის პორტრეტზე, რომელიც 150 წელია საფრანგეთში, კონდეს მუზეუმში ინახება.

მანამდე მიიჩნეოდა, რომ მონა ვანას სახელით ცნობილი ქალის პორტრეტი მხატვრის სტუდიაში და ვინჩის მოწაფის მიერ იყო შესრულებული. ახლა, ექპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ესკიზის შესრულება, ნაწილობრივ მაინც, თავად და ვინჩისაც შეეძლო.

შავ-თეთრი პორტრეტი 1862 წლიდან პარიზის მახლობლად, კონდეს მუზეუმში, აღორძინების ეპოქის ხელოვნების კოლექციაში ინახებოდა.

„ნახატზე შესანიშნავად დაწერილია სახე და ხელები. ეს არ არის მკრთალი ასლი. ჩვენს წინაშეა ის, რაზეც ლეონარდო ცხოვრების ბოლო წლებში „მონა ლიზასთან“ პარალელურად მუშაობდა. ეს დიდი ალბათობით ფერწერული ტილოს შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაო იყო“, - განაცხადა კონდეს მუზეუმის კურატორმა მატიე დელდიკიმ.

ლუვრის რესტავრატორის თქმით, ტილო "საკმაოდ მაღალი ხარისხისაა" და შექმნის დრო ლეონარდო და ვინჩის სიცოცხლის წლებს ემთხვევა.

ამასთან, ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ პორტრეტის ზედა ნაწილში შტრიხები მარჯვენა ხელით არის შესრულებული, და ვინჩი კი, ცაცია იყო.

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519) იტალიური აღორძინების უდიდესი მხატვარი იყო. მისი ნახატი მონა ლიზა, იგივე ჯოკონდა, დღემდე რჩება რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და მსოფლიო ხელოვნებისთვის მნიშვნელოვან ნამუშევრად. მიიჩნევა, რომ პორტრეტზე გამოსახული ქალი არის ფლორენციელი ვაჭრის ფრანჩესკო ჯოკონდოს ცოლი, ლიზა გერარდინი. „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics