21:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 12:34:40, 1994 ნახვა

საზოგადოება
დღეს აზროვნების აკადემია „ლეტერატოს“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს აზროვნების აკადემია „ლეტერატოს“ პრეზენტაცია გაიმართება, რომლის ამოცანაა სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოზარდებს ზოგადი განათლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც  მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს. სწავლების მიმდინარეობისას ისინი შეხვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. აზროვნების აკადემია V-XII კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი და მათ წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს სთავაზობს.

„დღევანდელ დღეს, როდესაც ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა პრობლემას აღარ წარმოადგენს, მომავალი თაობებისათვის ინფორმაციის სწორად მიღება და მისი ანალიზის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. წიგნიერება და ერუდიციაც სხვა მნიშვნელობას იძენს, რომელიც, დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ხელს უწყობს არა მარტო თვალსაწიერის გაფართოებას ან გამოცდილების მიღებას, არამედ მოზარდებში წარმოსახვის უნარის, შემოქმედებითი პროცესების განვითარებას და მზა პასუხებისაგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალური აქტის მეშვეობით, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი ამოცანაა მოზარდებში სწორედ ამ პროცესებს მივცეთ ბიძგი“, - აღნიშნავს „ლეტერატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარ რაზმაძე.

აზროვნების აკადემია სასწავლო პროცესს ოქტომბრიდან დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლეთა რეგისტრაცია.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „ლეტერატოს“ გუნდს:

თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3 (კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“)

Facebook.com/letteratoschool; 2letterato@gmail.com

599510339; 599350609

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics