13:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 10:53:15, 353 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მიმდინარე წლის 18 მარტს, ქ.სენდაიში, კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ მსოფლიოს უმაღლეს ფორუმზე მიღებული ჩარჩო-პროგრამით საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ მოთხოვნათა შესრულების პირველ ეტაპს. ჩარჩო პროგრამა, გულისხმობს კატასტროფების პრევენციის, მიტიგაციის, მზადყოფნის, რეაგირების, აღდგენის და რეაბილიტაციის შესახებ ცოდნის შეძენა-გაღრმავებას.

ხელშეკრულების გაფორმებით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. მემორანდუმი ასევე, გულისხმობს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირების მოთხოვნების და უსაფრთხოების სწავლების უზრუნველყოფის მიზნით სასწავლო პროგრამების მომზადებასა და მათი დანერგვის ხელშეწყობას.

ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვიდაც მომზადდება სპეციალური სასწავლო კურსი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის მოსამზადებლად და სათანადო ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. მაგისტრანტებისთვის კი მომზადდება სასწავლო პროგრამა “საგანგებო სიტუაციების მართვა და უსაფრთხოება”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics