21:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 18:00:32, 1914 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილების საიდენტიფიკაციო სამაჯურებით სამშობიაროების მომარაგებას აგრძელებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე „ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ ესტუმრნენ და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცეს.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს, და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურებს.
შედეგად, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებები ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი ტენდერის გზით მიიღო ევროპული კომპანიისგან „PDC Healthcare“. კომპანია (http://www.pdcorp.com/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია და სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტთან ერთად უზრუნველყოფს ახალშობილებისთვის უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. „PDC Healthcare“-ს ამ სფეროში საქმიანობის 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციას მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით აწარმოებს.

სამაჯურების დამზადება 29 600 ლარი დაჯდა. ერთი სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა.

"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ბავშვი იბადება. ამ სამაჯურების დახმარებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე. სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ 25 000-ზე მეტი სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს რეგიონების სამშობიარო სახლებში, მათ შორის, ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ოზურგეთის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სამშობიარო სახლებში, თბილისის „იმედის,“ „გაგუას“, „ჩაჩავას“ და „ჰერას“ კლინიკებში.

დღეს საიდენტიფიკაციო სამაჯურები „ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის“ პატარებმაც მიიღეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს მომავალშიც მოამარაგებს", - აცხადებენ სააგენტოში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics