|
2017-09-28 15:13:10, 1783 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანეთი საქართველო-უელსის მატჩზე საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს აფრთხილებს
პარასკევს, 6 ოქტომბერს თბილისში, საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩი გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში მატჩზე დასწრებას აპირებს რჩევებსა და რეკომენდაციებს ავრცელებს. რეკომენდაციებში საუბარია როგორც ამინდის პროგნოზზე ასევე სხვადასხვა გადაადგილების საშუალებებზე. ამასთან, საელჩო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოგზაურობა შშმ პირებისთვის გარკვეეულ პრობლემებს შექმნის, რადგან ქუჩებში საჭირო პანდუსების ნაკლებობაა. საელჩო აქცენტს აკეთებს, ხვადასხვა მომსახურების საფსურზეც და ფუნტი სტერლინგის ექვივალენტსაც უთითებს. გარდა ამისა, რეკომენდაციაში გაზგასმულია, რომ ტაქსის გამოძახება უმჯობესია შესაბამისი აპლიკაციით. სარეკომენდაციო ფურცელში ნათქვამია, რომ „თუ მგზავრი ქალბატონია, უმჯობესია მან ტაქსითმ გვიან ღამით არ ისაგებლოს, რადგან ქურდობის ფაქტები ყოფილა. „თბილისში კრიმინალის დონე დაბალია, თუმცა დროდადრო ქალაქის ცენტრში, ღამით, სიბნელეში მძარცველები ჩნდებიან, განსაკუთრებით ბარებისა და კლუბების სიახლოვეს, ასევე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებთან. იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევები ტაქსის მძღოლების მხრიდანაც. თავი აარიდეთ დიდი თანხით სიარულს, ასევე შეეცადეთ თავი შეიკავოთ ღამით მარტო სიარულისგან. ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს, განსაკუთრებით პასპორტსა და ფულს. გქონდეთ პასპორტის ქსერ ასლი და ისიც კარგად ეინახეთ. ყურადღებით იყავით გზის გადაკვეთისას. შუქნიშანზე წითელი და გზაზე ზებრა არ ნიშნავს, რომ ავტომობილი შეაჩერებს მოძრაობას. ისარგებლეთ მიწისქვეშა გადასასვლელით, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. ტაქსით მოძრაოობის დროს, წინასწარ შემამოწმეთ ღვედების არსებობა, რადგან ზოგი ავტომობილი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. საკმაოდ ხშირად ხდება ავარიები, რაც ძირითადად არასწორი მართვითა და მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული. პატოვი ეცით ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს და კანონებს. გახსოვდეთ, რომ სხვა კულტურის ხალხმა შეიძლება არასწორედ გაგიგოთ და ყოველთვის აკონტროლეთ თქვენი თავი. საზოგადოებრივი ტუალეტები ქალაქში არ არის, ამიტომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კაფე/პაბებში მოგიწევთ, სადაც შეძლებთ საჭირო ოთახით სარგებლობას, იმ შემთხვევაში თუ რამეს შეიძენთ. ქუჩაში არ მოშაარდთ - ეს უპტივცემულობაა“, - ნათქვამია რეკომენდაციებში.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)