00:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 15:11:48, 2044 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: მზად ვართ, სახელმწიფო მმართველობის ღიაობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელოთ

საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობას“ სთხოვა  შეხვედრა, თბილისში განსახორციელებელი აქტივობების განხილვის მიზნით - ამის შესახებ ინფორმაციას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე სოციალური ქსელით ავრცელებს. 

„კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარო კონტროლისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ ქალაქ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ უკვე ვთხოვეთ OGP-ში საქართველოს დელეგაციას შეხვედრა თბილისის მომავალი აქტივობების განხილვის მიზნით.” - წერს თალაკვაძე. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდისა და პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით, საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიმართულებით ხელშესახები წარმატება აქვს, როგორც მისი განხორციელების, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. 

„სწორედ ამიტომ, 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანულ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა”, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics