2017-09-28 11:01:05, 2219 ნახვა
საზოგადოება
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს.
დაჭრის ფაქტი "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდატურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ,