|
2017-09-27 19:52:34, 1936 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: თუ შსს-ში ამბობენ, რომ კუსტურიცას ჩამოსვლის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს არასწორი ქმედებაა
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, ისევე როგორც სხვა პირები, რომლებმაც "ოკუპაციის შესახებ კანონი" დაარღვიეს, ე.წ. შავ სიაში უნდა იყოს შეყვანილი. როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა, თუ პიროვნებამ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, სჯობს წინასწარ იცოდეს, რომ საქართველოში მისი ვიზიტი სასურველი არ არის. "თუ კანონი არ კრძალავს ადამიანის შემოშვებას ქვეყანაში, მაშინ არანაირი სხვა მექანიზმი არ არსებობს მისი შეჩერების. თუ კუსტურიცას ან ნებისმიერი სხვა ადამიანის ჩამოსვლა საქართველოში იზღუდება კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია კანონი აღასრულოს და იმოქმედოს შესაბამისად. ანალოგიური კანონმდებლობა აქვს უკრაინას და ემირ კუსტურიცა, რომელიც ანექსირებულ ყირიმშია ჩასული, ე.წ. შავ სიაში არის შეყვანილი. მან იცის წინასწარ, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. საერთოდ როდესაც ქვეყანაში ასეთი ტიპის სანქციები არსებობს, ჯობს რომ ე.წ. შავი სიები იყოს ღია. პიროვნებამ, ჯობს წინასწარ იცოდეს, რომ ის არღვევს კანონს და რაღაც გაუგებრობაში არ მოხვდეს. თუ შსს-ში ამბობენ, რომ კუსტურიცას საზღვარზე ჩამოსვლის შემდეგ მოიფიქრებენ, შემოუშვან თუ არა ის საქართველოში, ეს არის ძალიან არასწორი და არაკომპეტენტური ქმედებები. რადგან ეს კანონი არსებობს, უნდა ხდებოდეს მუდმივი მონიტორინგი. თუ ადამიანი ჩვენს მიერ მიღებულ კანონს არღვევს ეს სიები უნდა გასაჯაროვდეს და უნდა იყოს შესაბამის საიტზე გამოქვეყნებული. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ არის სასურველი. ეს არის სწორი და ცივილიზებული მიდგომა. დაახლოებით ასე იქცევა უკრაინა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. კითხვაზე - უნდა არსებობდეს თუ არა "ოკუპაციის შესახებ კანონის" ხანდაზმულობის ვადა, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს საკამათო საკითხია. "ხანდაზმულობის ვადა ალბათ უნდა იყოს, რადგან ადამიანები იცვლებიან და ეცვლებათ შეხედულებები. აქედან გამომდინარე იგივე კუსტურიცა შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ადრე სხვა შეხედულებები ჰქონდა, შეეშალა და შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახლა კი, სხვა მოსაზრებები გააჩნია. ამიტომ, რაღაც ვადა, რომ იყოს დაწესებული, ეს ცუდი არაა. თუ ადამიანს ბოლო 6 წლის განმავლობაში იქით აღარ გაუხედავს, ეს უკვე ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ მან შეცვალა თავის შეხედულება. თუმცა, უკრაინის მიმართ არ შეუცვლია, რადგან ამ ზაფხულს ყირიმში იყო ჩასული. სწორედ ამიტომ, კუსტურიცა უკრაინაში ე.წ. შავ სიაშია და ეს სია საჯაროა", - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, 8 დეკემბერს თბილისს ეწვევა და სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, სამინისტრო კანონის ფარგლებში იმოქმედებს. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. სავარაუდოდ, ემირ კუსტურიცას საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არ შეექმნება, ვინაიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ხანდაზმულობის ვადა 6 წლით არის განსაზღვრული, კუსტურიცა კი, ბოლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2009 წელს იმყოფებოდა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)