2017-09-27 18:30:53, 2233 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს 5 000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა.
ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება“,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.
ავტორი: ,