05:22 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 18:24:47, 2238 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი ემირ კუსტურიცას ვიზიტზე: ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, 8 დეკემბერს თბილისს ეწვევა და სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

სავარაუდოდ, ემირ კუსტურიცას საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არ შეექმნება, ვინაიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის ხანდაზმულობის ვადა 6 წლით არის განსაზღვრული, კუსტურიცა კი, ბოლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2009 წელს იმყოფებოდა.

როგორც მაშინ რეჟისორმა განმარტა, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აპირებდა და ადგილზე საჭირო მასალების შესაგროვებლად ჩავიდა. ვიზიტის დროს რეჟისორმა საქართველო-ოსეთის კონფლიქტის დროს გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სეპარატისტულ ხელისუფლებას აღიარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამასთან, კუსტურიცა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ანექსირებულ ყირიმშიც იმყოფებოდა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მან ღიად განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. „გააგრძელეთ იმის მტკიცება, რომ თქვენ რუსეთი ხართ. არ გჭირდებათ იმ ადამიანების მოსაზრებები და შეფასებები, ვინც უისკონსინის შტატში ცხოვრობს“, - განაცხადა კუსტურიცამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics