2017-09-27 16:27:19, 2271 ნახვა
საზოგადოება
თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე - ორბელიანის მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე მონაკვეთზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან გაივლის პუშკინის ქუჩას, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, ჩაუხვევს ჭანტურიას ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე განაგრძობს.
თბილისის მერია ბოდიშს მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
ავტორი: ,