04:21 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 14:54:25, 2284 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთში 2018 წლის ივნისიდან ქალებს ავტომობილის ტარების უფლება ექნებათ

საუდის არაბეთში 2018 წლის ივნისიდან ქალებს ავტომობილის ტარების უფლება ექნებათ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეფემ გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს ავტომობილის ტარების უფლება არ ჰქონდათ.

ქალები, რომლებიც ცდილობდნენ ამ უფლების მოპოვებას ხშირ შემთხვევებში აპატიმრებდნენ.

მეფის განკარგულებით, ავტომობილის მართვის უფლების მოპოვება ქალებსა და კაცებს ერთნაირ პირობებში მოუწევთ.

მედიის ცნობით, საუდის არაბეთში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც საგარეო საქმეთა, ფინანსთა, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრები შევლენ და მეფის გადაწყვეტილების ფაქტობრივ შესრულებას შეუდგებიან.

მეფის დადგენილებით განკარგულება ძალაში 2018 წლის ივნის უნდა შევიდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი: ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება
აშშ-მ ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics