20:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 11:11:09, 2063 ნახვა

საზოგადოება
ქუმსიშვილი: ბევრი უნდა გავაკეთოთ, რომ ოსი და აფხაზი ძმები მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მთავრობის წევრებმა საქართველოს მთავრობის სახელით ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გმირულად დაეცნენ ამ ბრძოლაში. მინდა მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომელთა შვილები, მეუღლეები, დები და ძმები დაიღუპნენ ამ ომში. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ოსი და აფხაზი ძმები, დავიბრუნოთ ისინი მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის სიძლიერით და იმ სიყვარულით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში ერთობლივად ცხოვრებისთვის,“  - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics