20:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 17:19:30, 2154 ნახვა

საზოგადოება
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ლაბორატორიაში ღია კარის დღე მოეწყო

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის  ღია კარის დღე მოეწყო. 

ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქციების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების  პოპულარიზაცია.

„ღია კარის დღის“ ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. 

ღია კარის დღე ჩატარდა ლაბორატორიის  მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიასა და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. შეხვედრის დროს, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics