2017-09-26 14:40:02, 2363 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე კი, შტორმია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.
სააგენტოს ცნობით, 27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ავტორი: ,