2017-09-26 13:17:55, 2172 ნახვა
საზოგადოება
აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 2 დაშავებული ქართველი მესაზღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მკურნალობა უტარდებათ.
მათივე ცნობით, ერთ მესაზღვრეს სხეულის 35% აქვს დამწვარი, ხოლო მეორეს 45%.
ცნობისთვის, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია.
ავტორი: ,