18:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 11:13:04, 1795 ნახვა

საზოგადოება
პირველ ლიგაში ლიდერმა ქულები დაკარგა!

23-24  სექტემბერს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, “მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მორიგ ტურს უმასპინძლა.

სეზონი დასასრულს უახლოვდება და შეხვედრებიც შესაბამისად ორმაგად დაძაბული და საინტერესო ხდება. უმაღლეს ლიგაში თავიანთი შეხვედრები მოიგეს სატურნირო ცხრილის ოთხეულში მყოფმა გუნდებმა. ადვილი გასეირნება გამოუვიდა ცხრილის სათავეში მყოფ „უქიმერიონს“, რომელმაც ბოლოადგილოსან გუნდ “ბასკის“ 7 უპასუხო გოლი გაუტანა. საინტერსო და დაძაბული გამოდგა ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფი გუნდის -„სეუს“ თამაში, რომელმაც მშვენიერ ფორმაში შესულ „ტტცს“ 6-4 სძლია. აღსანიშნავია,“ტტცს“ ფეხბურთელის - იასონ ხუნდაძის კარგი თამაში, რომელიც ჰეთ-თრიკით გამოირჩა, თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ცხრილის მესამე ადგილოსანმა „აფხაზეთმა“ რთული გამარჯვება მოიპოვა „კვარტალის“ წინააღმდეგ (3:2). დრამატულ ბრძოლაში წარიმართა „ნახალოვკისა“ და „დიდუბის“ თამაში. ნახალოვკელები თავიდანვე დაეუფლნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, რომელიც მალევე გოლად გარდასახეს და პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. მატჩის მიწურულს დიდუბელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ საყაიმო ანგარიში უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა ბოლო წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე პირველმა მამუკა მენთესაშვილმა ითამაშა და საბოლოო შედეგი 2:1 დაფისირდა. ცხრილის გასავარდნ ზონაში მყოფმა „35-ე თბილისმა“ თავისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება (5:4) იზეიმა ვაზისუბანთან და ამ გამარჯვებით, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები შეინარჩუნა.

რაც შეეხება პირველ ლიგას, აქ თამაშები დრამატულად ვითარდება და გუნდები ქულების მოსაპოვებლად ერთმანეთს არაფერს არ უთმობენ. ტურის ცენტრალური მატჩი პირველადგილოსან „სასამართლოსა“ და „ქომაგებს“ შორის გაიმართა. შეხვედრა თავიდანვე ორმხრივ შეტევებში წარიმართა, მაგრამ პირველი ტაიმი უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქომაგების ფეხბურთელმა - გიორგი ნათენაძემ ანგარიში გახსნა და ქომაგები წინ გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე წუთში გიორგი ბაბულაიძემ წონასწორობა აღადგინა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი ქომაგების ფეხბურთელმა ლევან ბერიძემ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1:2 დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს ამ თამაშამდე წაგება არ ჰქონია. თავიანთი შეხვედრები მოიგეს ლიდერებმა და ცხრილში პოზიციები გაიმყარეს. საინტერესო გამოდგა შეხვედრა „ტაბახმელასა“ და „ინტექსს“ შორის, სადაც „ტაბახმელას“ ფეხბურთელმა ზურაბ კიპაროიძემ პოკერი შეასრულა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მარტივად მოიგეს „ბასიანმა“ და “უქიმერიონ 1960-მა“, რომლებმაც მეტოქეებს 6-6 უპასუხო გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ექვსეულისთვის მებრძოლმა “გლდანმა“ „თ.ს აკადემიას“ ვერ მოუგო და გუნდები ფრეს (3:3) დასჯერდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია „პლატინუმმა“, რომელიც „ტც მილანთან“ (1:2) დამარცხდა და კიდევ უფრო ჩამოშორდა ექვსეულის ზონას. მესამეადგილოსანმა გუნდმა „არისტოკრატები“ მარტივად მოუგეს „ლოკომოტივს“ და პოზიცია უფრო გაიმყარეს. ასევე, საყაიმო ანგარიშს დასჯერდა „კახორი“ და „თბილისი სითი“ (1:1). ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა „ბასამ“, რომელმაც “დელ-მარს“ 6:2 სძლია.

თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგის მომდევნო ტური 07-08 ოქტომბერს გაიმართება.

 პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია აჭარა ტელეკომპანია „თრიალეთი“.

 ინტერნეტპორტალები: „sportstar.geმსოფლიო სპორტი“ “goal.ge” “1news.ge”; “epn.ge”  “ავტორადიო  რადიო  „ჯაკო

თბილისის ლიგის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics