18:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 11:01:08, 1872 ნახვა

საზოგადოება
ლანჩი-დისკუსია ბიზნესის პარტნიორობა გენდერული თანასწორობის შესახებ CSR კვირეული 2017 დაიწყო

2017 წლის CSR კვირეული არაფორმალურ გარემოში დისკუსიით გაიხსნება. პირველი ღონისძიება თემაზე "ბიზნესის პარტნიორობა გენდერული თანასწორობის შესახებ", დღეს 14:00 საათზე, ჯეპრას კომპეტენციის ცენტრში (მ.ალექსიძის #3) გაიმართება.

შეხვედრაზე განიხილება ბიზნეს სექტორის აქტიურობა ქალთა გაძლიერების თემაზე, მათ სამუშაო ადგილზე და საზოგადოებაში. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება არის მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელსაც მსოფლიომ 2030 წლამდე უნდა მიაღწიოს.

ღონისძიების ფარგლებში, ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები, დამსწრეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ, თუ როგორ შეამცირონ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია და გააძლიერონ ქალები. ბიზნესებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ თავიანთი იდეები პარტნიორობასთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის გარშემო.

CSR კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 26-29 სექტემბერს გაიმართება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით, შემდეგი ღონისძიებები ჩატარდება.

წევრი ორგანიზაციების ერთობლივი აქტივობა სოციალურ ქსელში.

მასტერკლასი ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნის თაობაზე.

სემინარი მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციასა და ბიზნესის როლზე ამ პროცესში.

წევრების საერთო კრება მიმდინარე და სამომავლო აქტუალურ საკითხებზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics