11:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 15:43:08, 329 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარდეს

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარე კვირას დასრულდეს.

როგორც ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რიგის სამიტთან დაკავშირებით, მომავალ კვირას მინისტრთა კაბინეტის წევრების უმნიშვნელოვანესი ვიზიტები იგეგმება.

„ამ გარემოებების გათვალისწინებით, მინდა, მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს - ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და უკვე ამ კვირაში, თუ ეს შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურები, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად. პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას მთავრობას და პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ჩვეულ ტემპში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - დაჩქარდეს რეფორმები, შედეგები გახდეს უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics