|
2017-09-25 11:21:22, 2020 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია
კახეთის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურად გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 25 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთში უკვე 85 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, კახეთის მევენახეების შემოსავალებმა 96 მლნ ლარს მიაღწია. „შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია. ყურძენი ღვინის საწარმეობს 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლები 96 მლნ ლარს აღწევს.რთველი მიმდინარეობს ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. მას შემდეგ რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი სტაბილურად, საშუალოდ 5 ათას ტონას აღწევს, რაც მიანიშნებს, რომ რთველის პროცესი კახეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. უწყების ცნობით, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, საიდანაც კახეთში ყურძნის კრეფა დაიწყო, რთველი თითქმის დასრულებულია. რთველის პროცესი ამ ეტაპზე აქტიურად კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან40 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 28,4 ათასი ტონა, გურჯაანში - 23,2 ათასი ტონა, თელავში - 15,1ათასი ტონა, სიღნაღში - 8,5 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2,2 ათასი ტონა, ახმეტაში - 2,5 ათასი ტონა და საგარეჯოში - 2 ათასი ტონა. რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge. (NS)
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)