|
2017-09-25 11:16:14, 2313 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრაპმა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ზომები გააფართოვა და 8 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა, - შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვები ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სირიის, ვენესუელის და იემენის მოქალაქეებს შეეხო. პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია, იმით რომ, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე არ გაიზარდოს. "ჩემი მთავარი ამოცანაა, დავიცვა ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, 26 ივნისს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრიოვ ნება დართო პრეზიდენტ ტრამპს 6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები შემოეღო. ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. ამასთან, აშშ-ში ლტოლვილების მიღებაც აიკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)