|
2017-09-25 11:10:59, 2382 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკის რესპუბლიკაში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ TelesurTv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქარისხალის გამო სახლების 90%-ს სახურავი არ აქვს, ხოლო მთლიანად კუნძული პარალიზებულია. როგორც მედია იტყობინება, 23 ათასი ბავშვი დაუცველ მდგომაროებაში იმყოფება. ქარიშხალმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რუზველტ სკერიტის რეზიდენციაც დააზიანა. მედია საშუალების ცნობით, ქარის სიჩქარე 250 კილომეტრ საათს აღწევს. მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მარია" ახლა ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. „მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს. ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)