|
2017-09-23 18:34:08, 2254 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს
„ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ 4 წლის თავზე თბილისი იყოს განსხვავებული და ყველასათვის ხელშესახები იყოს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ”, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, გარდა ეკოლოგიის, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების მიმართულებებისა, ყურადღება მიექცევა სოციალურ საკითხებს და სამუშაო ადგილების შექმნას. „სოციალური პროგრამები გაგრძელდება და განვითარდება. რამდენიმე დღეში კონკრეტულ პროექტებს და პროგრამებს გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ მიმართულებით მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. ტყუილად არ ვამბობ იმას, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. უნდა დავანახოთ ადამიანებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი კეთილდღეობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავდეს ქვეყანას და უფრო მეტი დასაქმებული, რეალიზებული ადამიანი. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას”, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქს დაუბრუნდეს და შეუნარჩუნდეს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. ამისათვის, თბილისის მერობის კანდიდატი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. „ჩვენ 500 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ, 4 წლის განმავლობაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე. ეს არის თითოეული ჩვენგანის საგანძური, რომელსაც მოვლა-პატრონობა და მოფრთხილება სჭირდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრაზე, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)