2015-04-29 14:27:16, 379 ნახვა
პოლიტიკა
დავით ქევხიშვილი: ფედერაციების დეპოლიტიზაცია ლევან ყიფიანის დიდი დამსახურებაა
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის განცხადებით, ლევან ყიფიანი წარმატებული მინისტრი იყო.
მისივე განმარტებით, ფედერაციების დეპოლიტიზაცია, ლევან ყიფიანის დიდი დამსახურებაა.
"ვფიქრობ, ლევანი გახლდათ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი.ამას აჩვენებს ის შედეგები, რომელიც ამ ხნის მანძილზე განხორციელდა და ის არ არის მხოლოდ გამოსახული მედლებით, არამედ არის სისტემური ცვლილებები, ფედერაციებთან დამოკიდებულება, დეპოლიტიზაცია ფედერაციების, რომელიც ამ კაცის ძალიან დიდი დამსახურებაა",-განაცხადა დავით ქევხიშვილმა.
შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. ამის მიზეზად მან, სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის წევრების მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები დაასახელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან