03:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 12:51:23, 2065 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება

„ჩვენი მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იქ იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც გავითვალისწინეთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს და ის სრულად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან. 

„ ახალი დოკუმენტი, ჩვენს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის ძალიან გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება. ეს არის ამ დოკუმენტის საერთო სულისკვეთება. მთლიანად არის თავსებადი ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, იმ კონსტიტუციისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics