22:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 11:51:19, 2076 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან მიროსლავ ლაიჩაკთან გამართა შეხვედრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მიროსლავ ლაიჩაკს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტობა მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი 16-ე მიზნის იმპლემენტაციის პროცესში, სადაც შესაძლებელია საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ასამბლეის პრეზიდენტს გაერო-ს რეფორმირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურ დაძლევას.

„შეხვედრაზე საუბარი  შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის საქართველოში კონფლიქტის საკითხს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის გაეროს ფორმატში. მიროსლავ ლაიჩაკს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგინებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ  მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკასა და  ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.  გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics