15:53 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 10:30:35, 2006 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოაწყო

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოეწყო.

მასში თბილისის 48-ე, 138-ე, 143-ე, 149-ე და 159-ე საჯარო სკოლებიდან 60-მდე მოსწავლე მოხალისეობრივად ჩაერთო. მოზარდებმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და  პანსიონატის თანამშრომლებთან ერთად პანსიონატის ეზო და შენობა დაასუფთავეს, ღობეები შეღებეს და მცენარეები მოაწესრიგეს. დასუფთავების აქციაში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ხანდაზმულთა პანსიონატთან, რომლის ბენეფიციარების მხარდასაჭერად პროგრამა - „ორი თაობა“ მიმდინარეობს. პროგრამა ხელს უწყობს  ახალგაზრდებში  უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს   ყოველკვირეულად სტუმრობენ და  მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics