|
2017-09-21 10:36:37, 2811 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის მუქარა „ძაღლების ყეფას“ შეადარა
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იენ ხომ, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა გაეროს ტრიბუნიდან „ძაღლის ყეფას“ შეადარა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ლი იონ ხოს განცხადებით, ტრამპის მუქარას ფხენიანში არაფრად აგდებენ. „არის ასეთი გამოთქმა, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. თუკი ის ფიქრობს, რომ ყეფით შეგვაშინებს, მაშინ ის ოცნებებში გაერთო“,- განაცხადა მინისტრმა. ჟურნალისტების თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინისთვის „ადამიანი რაკეტას“ წოდებაზე, ლი იენ ხომ აღნიშნა, რომ მას ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწეები ეცოდება. შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს ადამიანი-რაკეტა უწოდა. ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე დაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)