2015-04-29 11:41:24, 434 ნახვა
პოლიტიკა
სპორტის მინისტრის მოადგილე: მთელი ღამე ჯაყოს ხიზნებს ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება
„მთელი ღამე ჯაყოს ხიზნებს ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება მინისტრ ლევან ყიფიანის მიმართ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის პრეტენზიებს, კევლიშვილის თქმით, მას ეს ყველაფერი „აბსოლუტურად უსამართლოდ მიაჩნია“.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მოუწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან