|
2017-09-20 15:28:48, 1979 ნახვა
პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს
,საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" კვლევას ეხმაურება და ორგანიზაციას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, ორგანიზაციის მხრიდან ადგილი აქვს ან არაკომპეტენტურობას, ან მიზანმიმართულ ტყუილს. „კაპიტანი გიგაური მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და ამით კანონს არღვევენ. სიგნალები იყო, რომ ყველა საპარლამენტო ძალა ცუდია, „ნაციონალური მოძრაობის" გარდა. „ევროპული საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსის დაცვას არ შევუდგები, მაგრამ გიგაურსა და გვარამიას გამორჩათ, რომ ნაყოფია პარლამენტში არავის არ გვინახავს და მისი ბიზნესს ინტერესების შესახებ ვიცით, თუმცა ისინი დაჟინებით ფორმაში ამტკიცებდნენ, რომ თურმე, დიმიტრი ხუნდაძეს ბიზნეს საქმიანობა აქვს. საუბარია, წინა საუკუნეში 30 კვადრატში დარეგისტრირებულ კვების ობიექტზე, რომელიც დიდი ხანია დახურულია", - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა. დეპუტატი კვლევის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო ფრაქცია „ქართული ოცნების" ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის არასამეწარმეო საქმიანობაზე. „თურმე, მამუკა მდინარაძე 2005 წელს საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და თურმე, ესეც ახალი აღმოჩენა ყოფილა. ეს ცალსახა ცილისწამებაა, რომელსაც გიგაური პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა. ეს არის არაკომპეტენტურობა, ან მიზანმიმართული ტყუილი. არაკომპეტენტურობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ თუ რეალურად სურვილი ჰქონდათ ინფორმაცია მოეძიებინათ, ინფორმაცია ისინი აუცილებლად ნახავდნენ საგადასახადო სისტემებში მიმართულ წერილებს სადაც დეპუტატებმა უფლებამოსილების შეჩერებაზე თხოვნით მიმართეს საგადასახადო სისტემებს. ქალბატონ ეკას მოვუწოდებ, რომ თუ არ უნდათ, მათ მუდმივად არაკომპეტენტურობის სახელით და მატყუარების იმიჯით იარონ, ამ ფაქტების დადგენაში ჩვენც მივეხმარებით, ოღონდ, ჩამოთვლილი ერთ-ერთი დეპუტატის საქმიანობა მაინც დაამტკიცონ, რომ ისინი სამეწარმეო საქმეს ეწევიან და დეპუტატის უფლებამოსილებას არღვევენ", - განაცხადა ზარდიაშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)