|
2017-09-20 13:21:57, 2036 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციას წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. სამდღიანი კონფერენციის თემაა „გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში“. კონფერენციის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა, ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის წევრებმა მიიღეს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. ჰუმბოლდტის კლუბი აერთიანებს 30-ზე მეტ ქართველ მეცნიერს, რომლებიც სხვადასხვა დროს ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები იყვნენ. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო, კულტურული და სოციალური დაახლოების კუთხით ჰუმბოლდტის ფონდის წვლილზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, გერმანიაში ცხოვრების პერიოდი იყო დასავლური კულტურის გაცნობისა და საერთო ღირებულებების გაზიარების შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს, რაც პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ღირებულებებისა და განმტკიცების მიზნით, ქართველი სამხედროები გერმანელ, ასევე სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სამშვიდობო მისიას ასრულებენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შტეფენ მელიხმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე პაიჩმა და სხვა სტუმრებმაც მიმართეს. ინტერდისციპლინარული კონფერენცია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ეგიდით ტარდება და 12 ქვეყნის (აშშ, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) 102 მომხსენებელს აერთიანებს. ჰუმბოლდტის ფონდი გერმანიის გარეთ სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად „ჰუმბოლდტ-კოლეგის“ (Humboldt-Kolleg) სახელით ცნობილ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციებს აფინანსებს. კონფერენცია საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტის ალექსანდრე კარტოზიას ორგანიზებით ტარდება. (NS)
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)