15:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 12:03:52, 2252 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტით ფორდჰემის უნივერსიტეტი დაინტერესდა

18 სექტემბერს, ნიუ იორკში, ფორდჰემის  საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ორგანიზებულ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სამიტისათვის მოსამზადებელ ღონისძიებაზე საქართველოში, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მაგალითი  განიხილეს.

საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორთა ინიციატივით, საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტზეც იქნება წარმოდგენილი, რომელიც ნიუ იორკში 10 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები არიან გაეროს პროგრამები და ფონდები: UNDP, UNICEF  და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

სამიტზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მომხსენებლები, ექსპერტები,  აკადემიური წრეების, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები  ბლოკჩეინის ინოვაციური  ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს, მიმდინარე და  დაგეგმილ აქტივობებს, საპილოტო თუ რეალურ რეჟიმში ამოქმედებულ  პროექტებს  მიმოიხილავენ.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. სწორედ ამან განაპირობა საქართველოთი ბლოკჩეინის საერთაშორისო სამიტის ორგანიზატორთა დაინტერესება.   უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები ბლოკჩეინში ინტეგრირებით მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

https://unite.un.org/sites/unite.un.org/files/session_4_4_lighning_fordham_blockchain_summit_final.pdf

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics