|
2017-09-19 18:05:09, 2135 ნახვა
საზოგადოება
საქართველო კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩაერთო
საქართველოს მთავრობა მონაწილეობას მიიღებს კანადაში, ქ.ოტავას ცენტრალურ უბანში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობაში, რომელზეც 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენები იქნება გამოსახული. საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მემორიალის პროექტის ავტორს, ლუდვიკ კლიმკოვსკის საქართველოს მთავრობის სახელით სიმბოლური საბანკო ჩეკი გადასცა. კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის იმ კანადელთა რიცხვს, რომლებიც საქართველოსა და მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პროექტში საქართველოს ჩართვა პოზიტიური პოლიტიკური გზავნილიც იქნება. პროექტის ავტორმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩართულობისთვის. ასევე აღნიშნა, რომ გმირთა მემორიალის მეშვეობით კანადა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, პატივს მიაგებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა კომუნისტური სისტემის მსხვერპლი გახდნენ, იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები და კანადისთვის შეეფარებინათ თავი. კლიმკოვსკიმ აღნიშნა, რომ მემორიალს საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება, რამეთუ ბევრმა კანადაში არ იცის თუ რა გზა გამოიარეს საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა. პროექტში მონაწილეობის მიღებით საქართველო მიუერთდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსების სურვილი გამოთქვა. პროექტში ჩართვის შედეგად, მემორიალზე დაიტანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები, ასევე, მემორიალში ჩამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩაიტვირთება დამთვალიერებლების მობილურ ტელეფონებში. აღნიშნული პროექტი კანადის მთავრობის მიერაა დამტკიცებული. მისი ღირებულება 3.5 მილიონი კანადური დოლარით განისაზღვრა, აქედან, კანადის მთავრობის დაფინანსება 2 მილიონ კანადურ დოლარს შეადგენს, 1.5 მილიონ კანადურ დოლარს კი ლუდვიკ კლიმკოვსის ორგანიზაცია „Tribute to Liberty" გაიღებს. მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 25 000 კანადური დოლარის ექვივალენტი აშშ დოლარი გამოჰყო. მემორიალის საძირკვლის ჩაყრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება. მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)