საგარეო უწყება: ბერლინში მომხდარ მკვლელობაში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობა არ დადასტურდა
ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მომხდარ მკვლელობაში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობა არ დადასტურდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საელჩოს წარმომადგენლებსა და ბერლინის სამართალდამცველებს შორის კომუნიკაცია შედგა და გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.