18:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 15:44:14, 2431 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ექსპერტს ლუსილა მაკლოჰანსა და ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური ურთიერთობების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. პროექტი სამწლიანია და ითვალისწინებს სამსახურის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით.

შეხვედრაზე აქცენტი იმ საკითხებზე გაკეთდა, სადაც უფრო სჭირდება დახმარება შემოსავლების სამსახურს. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში გაგრძელდება საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი, რათა უფრო გაძლიერდეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინსტიტუციონალურად და გაუმჯობესდეს მისი მომსახურება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics