20:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 15:14:58, 2252 ნახვა

პოლიტიკა
რიმა ბერაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას კარდაკარ ხვდება

 „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთვის“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.

„ქართული ოცნების“  პრესსამსახურის ინფორმაციით, რიმა ბერაძე დღეს, ქურდიანის შესახვევისა  და ზაზიაშვილისქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობისა და ქუჩის ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მაჟორიტარობის კანდიდატი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაპირდა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩუღურეთის რაიონი ქალაქის ძირძველი და აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურულად რთული რაიონია. გასული სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს მიმართულება იყო ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი. ჩვენ შევძელით და მოვაწესრიგეთ რაიონის ყველა ცენტრალური და თითქმის ბევრი შიდა ქუჩა.  გპირდებით, მე და ჩემი გუნდი, გამარჯვების შემდეგ, კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იქამდე, სანამ ჩვენს რაიონში ყველა ქუჩა არ იქნება გამართული და ყველა სახლი რეაბილიტირებული,“- განუცხადა ადგილობრივებს  მაჟორიტარობის კანდიდატმა.

რიმა ბერაძემ ჩუღურეთელებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და სოციალურ საკითხებზე გუნდის ხედვა გააცნო.

„სოციალური მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვისპრიორიტეტულია, ამიტომ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ვნერგავთ და ვაუმჯობესებთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.  კახა კალაძის მიერ გაცხადებული „ქართული ოცნების“ სოციალური პოლიტიკა ის რეალური გეგმაა, რომელიც ჩვენს ქალაქში შეამცირებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობას და მათი ცხოვრების პირობებს უკეთესს გახდის“ - განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics