2017-09-19 12:41:48, 2220 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ არქივს ხორვატიის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს ეროვნულ არქივს ხორვატიის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ხორვატიის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ტურკალი ხელმძღვანელობდა.
დელეგაციის წევრებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები" დაათვალიერეს.
მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქართული დამწერლობის მიმართ და ქართული ანბანის სამ სახეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ამასთან, სტუმრები საგამოფენო პავილიონის კონცეფციას გაეცნენ, დაათვალიერეს მედიათეკა და ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია
(NS)
ავტორი: ,