15:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 11:31:09, 2087 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

ჩინეთის 22 მილიონიან დედაქალაქ პეკინში, იმპორიტრებული ღვინის მაღაზიების ქსელის CHEERS WINES-ის მაღაზიებში  ქართული ღვინო პირველად  გაიყიდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, CHEERS WINES ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი ქსელის 45 ღვინის მაღაზიაში მომხმარებლებისათვის და ღვინის მოყვარულთათვის უფასო დეგუსტაციებს და პრეზენტაციებს გამართავს. 
უწყების ცნობით, პეკინში მცხოვრები ადგილობრივი და უცხოელი მომხარებლისთვის ქართული ღვინის დაგემოვნება და შეძენა CHEERS WINES-ის ღვინის მაღაზიებში დღეიდან უკვე შესაძლებელია.
CHEERS WINES-ის ღვინის ექსპერტი,  ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოწვევით 2016 წლის სექტემბერში სტუმრობდა საქართველოს. 
CHEERS WINES-ის მაღაზიების ქსელი ჩინეთში 2008 წელს შეიქმნა და დიდი პოპულარულობით სარგებლობს პეკინში. 
მაღაზიათა ქსელი დაარსებულია შვეიცარიელი მამა-შვილის ტიენი და კლაუდია  მასუეგერების მიერ, რომელთა ოჯახი 1898 წლიდან ეწევა ღვინის ბიზნესს.
CHEERS WINES-ი იმპორტირებული ღვინის გაყიდვასთან ერთად ღვინის საგანმანათლებლო კურსებს ატარებს და მსურველებს ღვინის მოხმარების და სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კულტურებს აცნობს.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 
 ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.
(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics