2017-09-18 14:14:16, 2274 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცნობილი ქართველი ტენორის, ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საოპერო სცენას და მსოფლიოს მუსიკალურ საზოგადოებას დააკლდა ცნობილი ქართველი ტენორი, ბატონი ზურაბ სოტკილავა.
ზურაბ სოტკილავა იყო ქართული ნიჭის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ელჩი მსოფლიოში. ვუსამძიმრებ ბატონი ზურაბის ოჯახს, მეგობრებს და ერთგულ თაყვანისმცემლებს“,-ნათქვამია კობახიძის სამძიმრის წერილში.
ავტორი: ,