15:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 18:06:57, 2204 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართულ ოცნების“ სახელით, ამ რეგიონში მერობის 9 კანდიდატი იბრძოლებს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის  მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

„ეს ადამიანები მზად არიან იზრუნონ თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. მზად არიან იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატების წარდგენისას. 

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები ასევე წარადგინა იმერეთში, კახეთში, გურიასა და აჭარაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics