|
2017-09-16 14:51:17, 9845 ნახვა
High - Tech
Face ID - ძლიერი დაცვა, თუ ტოტალური თვალთვალი
სამშაბათს 12 სექტემბერს კომპანია Apple-მა ახალი iPhone X საზოგადოებას წარუდგინა. თითის ანაბეჭდის ფუნქცია Touch ID ახალ ტელეფონს აღარ ექნება. მას ახალი, და როგორც კომპანია ამბობს, ბევრად უფრო კარგად დაცული სისტემა Face ID შეცვლის. რა არის Face ID და როგორ მუშაობს ის, შეგიძლიათ "იუთუბზე" ნახოთ - ახალი "აიფონის" მფლობელი ფაქტიურად ვალდებული იქნება, რომ საკუთარ სახეს სკანირება ჩაუტაროს. ამის შემდეგ ტელეფონი იმახსოვრებს მფლობელის სახეს და მორიგი "დანახვისას" ბლოკს თავისით მოხსნის. ამ სიახლემ, საერთაშორისო კიბერ ექსპერტებისა და უფლებადამცველების ყურადღება მიიქცია. როგორ გამოიყენებს "კუპერტინო" ამ პირად მონაცემებს უცნობია. უცნობია ისიც, შეძლებს თუ არა ის ამ მონაცემების გადმოწერას და ბაზაში ჩამატებას ტელეფონის მფლობელის ნებართვის გარეშე. ზოგიერთი IT-ექსპერტი დარწმუნებულია, რომ "ეფლი" აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც თანამშრომლობს და ეს მათი "ტოტალური კონტროლის" ფარგლებში გადადგმული კიდევ ერთი საერთო პროექტია. Face ID-ს გაჩენა "ეფლს" უსაზღვრო კონტროლისა და ტიტალური მიყურადების უფლებას მისცემს, ამბობს არაკომერციული ორგანიზაცია Constitution Project-სი დირექტორი ჯეიკ ლაპერუკი, მისი მტკიცებით ამერიკული კომპანიის სიახლის მეშვეობით "აიფონის" ნებისმიერ მფლობელზე თვალთვალი გახდება შესაძლებელი. იქნება ეს ასე, თუ Face ID მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის მოიგონეს რათქმაუნდა უცნობია. ზოგ ინოვაციებს მოწყურებულ მომხმარებელს ეს მოსწონს, ზოგს არც ისე, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დაახლოებით იგივე ვნებათაღელვა ბევრად უფრო ადრე 2005 წელს NOKIA N70-მა გააჩინა, რომელშიც პირველად "სელფის" კამერა იქნა ინტეგრირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)