|
2017-09-16 11:40:42, 2314 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ დავით საყვარელიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ, უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" წევრს, დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ დაუწესა, - ამის შესახებ საყვარელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც საყვარელიძე წერს, ის ბოლომდე ბრძოლას აპირებს და დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. ალბათ, სასამართლო ხვდებაა, იმას რომ ჩემთვის გადაცემული ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი, ისევე როგორც მთლიანად ეს საქმე, ფუჭი და საფუძველს მოკლებულია. ასევე, მინდა ყველა დეპუტატს, ვინც ჩამოვიდა და გვერდში დამიდგა, მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო მოსამართლესაც, დარწმუნებული ვარ, რომ მასზე საქმიდან გამომდინარე ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ყველა ჩვენი თანამოაზრე გათავისუფლებული არ იქნება და სანამ არ გავიმარჯვებთ", - წერს დავით საყვარელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)