|
2017-09-15 17:40:08, 2293 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგეობამ 82 ობიექტის რეაბილიტაცია დაასრულა
დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ 82 სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაცია დაასრულა. 27 მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა, 5 ობიექტზე შეიცვალა ლიფტი, 4 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე, დომოფონის,სენსორული სანათისა და მეტალის კარის მონტაჟი. ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები 2 მისამართზე დასრულდა. გარდა აღნიშნული სამუსაოებისა, მომზადდა შენობის გამაგრების 5 საპროექტო დოკუმენტაცია, 38 მისამართზე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების, სართულშუა ნაპრალების, წყალსაწრეტი მილებისა და შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დასაფინანსებლად დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 910 254 ლარი გამოიყო. სექტემბრის თვეში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში სულ 32 განცხადება შევიდა. განცხადებების დაფინანსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)