|
2017-09-15 14:49:34, 2250 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეი ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კობრას სხდომას გამართავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი საგანგებო სიტუაციების სხდომის გამართვას (კობრა) აპირებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კობრა დღეს პრემიერს ხელმძღვანელობით ჩატარდება. ამასთან, ტერეზა მეიმ ტერორისტული აქტი დაგმო და აღნიშნა, რომ მისი ფიქრები დაშავებულებთანაა. "ჩემი ფიქრები ახლა ყველა იმ ადამიანთან არის ვინც მეტროსადგურ "პარსონ გრინზე" დაშავდა. ასევე იმ სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე უშიშრად მუშაობენ", - განაცხადა ტერეზა მეიმ. შეგახსენებთ, რომ ლონდონის მეტროსადგურ "პარსონ გრინზე" აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სადგურზე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავა, ზოგ მათგანს სახის სხვადასხვა დაწვრობა აქვს მიღებული. ადგილზე სამართალდამცველები, მეხანზრე-მაშველები და ექიმები მუშაობენ. გადაკეტილია როგორც სადგური ასევე მიმდებარე ტერიტორია. უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა სარკინიგზო 2 ხაზი გადაკეტეს. მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად განიხილება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)