14:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 14:06:04, 2073 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერ კულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“  ფარგლებში, ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. ლექციის ძირითადი თემა EBRD - სა და საქართველოს შორის ურთიერთობა იყო.  კერძოდ ყურადღება ძირითადად ტრანსპორტის სისტემაზე გამახვილდა.

თბილისის მერმა სტუდენტები  მუნიციპალურ ავტობაზაზეც დაპატიჟა და მათთან ერთად ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსით იმგზავრა.

სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს ახალი, თანამედროვე 6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ავტობაზა და იქ არსებულ სიახლეებს გაეცნენ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველ და გერმანელ სტუდენტებს წავუკითხე ლექცია EBRD  საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც კონკრეტულად ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემასა და ახალი ავტობუსების პროექტს ეხება. ასევე გვქონდა საუბარი ევროკავშირის თანადაფინანსებაზე გარემოსდაცვითი პროგრამიდან, რომლითაც ახალი მუნიციპალური ავტობუსების პროექტის თანადაფინანსება მოხდა. შემდეგ სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ჩვენს ახალ ავტობაზას, სადაც ავტობუსებია განთავსებული.  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი მათთვის ძალიან საინტერესო იყო და გვიხარია, რომ სტუდენტებს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერი დავით ნარმანია, თავად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერ კულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ ხელმძღვანელი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics