14:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:17:17, 2233 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური სისტემების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს  აღმოსავლეთ ევროპის,  კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სილვია  პაშკეს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აგროსექტორში სადაზღვევო მიმართულების გაძლიერებისთვის  ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამის სრულყოფის პერსპექტივები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი  საქართველოში აგრარული დარგის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს, რაც ცალსახად უმნიშვნელოვანესია მთავრობის ინიციატივების რეალიზებისთვის.

სილვია პაშკეს განცხადებით, საქართველოში აგროსექტორი სწრაფად ვითარდება, რაც ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია ესწრებოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics