|
2017-09-15 12:06:41, 2367 ნახვა
საზოგადოება
2017-2018 სასწავლო წლისთვის, თბილისს 5 ახალი საბავშვო ბაღი შეემატა
„2017-2018 სასწავლო წლის დაწყებისთვის, თბილისში 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა“ - ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი თქმით, ახლადგახსნილ ბაღებში, სადაც 325-მდე ადამიანი დასაქმდა, დამატებით 1500 აღსაზრდელის მიღება გახდა შესაძლებელი. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, გარდა ახალი ბაღების გახსნისა, არდადეგების პერიოდში, 84 საჯარო ბაღშისხვადასხვა სახის მასშტაბური თუ მცირეინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განხორციელდა. თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მთელი დედაქალაქის მასშტაბით ბაღებში დასაქმებული კადრების აქტიური გადამზადება მიმდინარეობს. მანვე დასძინა, რომ ბაღების მშენებლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უკვე 2018 წელს, თბილისში, ეტაპობრივად, კიდევ 13 ახალი საჯარო ბაღი გაიხსნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)